სასწავლო პროექტი


„პრომეთეს მღვიმე“

2.      პროექტის მთავარი იდეა: სათაფლიის მღვიმეში ექსკურსიის მოწყობა, შემდეგ გაუჩნდათ სურვილი  სურვილი პრომეთეს მღვიმის შესწავლისა რომელიც მდებარეობს წყალტუბოს რაიონში.

3.      პროექტის აქტუალობა: ისწავლონ რა არის მღვიმე, გამოუმუშავდებათ კვლევის სინთეზური ანალიზის უნარი.
4.      პროექტის მიზნები. მოსწავლეები გაეცნობიან მღვიმეში არსებულ კარსტულ ფორმებს;

5.      მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.

6.      ვადები–ხანგრძლივობა: 7 დღე;

7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მასალების შექმნა, მღვიმის სურათების შექმნა;
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები. ფოტოაპარატი, მღვიმის რუქა; ადამიანური რესურსები; ტრანსპორტის მძღოლი; მშობლები; მასწავლებელი; დირექტორი;

9.      პროექტის მსვლელობა/აქტივობა: აქტივობა 1. ჯგუფს ევალება მღვიმის რუქაზე მუშაობა, წინასწარ მოვიძიებთ მასალას მღვიმეზე. 
აქტივობა 2. ჯგუფებად დაყოფა; ერთ ჯგუფს ევალება გადაუღონ სურათები და შეაგროვონ ნივთიერი მასალები; მეორე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას მღვიმის წარმოშობაზე და მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე;

10.  საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას მღვიმეების შესახებ; მოსწავლეები რუქის პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგენს ადგილის მარტივ გეგმას. მოსწავლეები ასახელებს მიწისქვეშა წყლების სახეებს. გრუნტის, გეიზერებს და მიწისქვეშა წყლების შესახებ და გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმოშობის შესახებ; გეოგრაფიის მე–8 კლასის კურსიდან მოსწავლეებს შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ, ასახელებს მიწისქვეშა წყლების სახეებს და გამოთქვამენ ვარაუდს მათი წარმოშობის შესახებ.
11.  წყალტუბო–ცაგერის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს სოფელი ყუმისთავი, სადაც 1984 წლის 15 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსკედიციის წევრებმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 100 მ–ის სიმაღლეზე მდებარეობს. მთავარ შესასვლელთან მე–60 მ–ზე მღვიმეს ახშობს ტბა. მღვიმე გამომუშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებში. ,,პრომეთეს’’ მღვიმე ერთ–ერთი უმდიდრესია განზომილებით და გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟისმრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულ მღვიმეს. ტურისტებისათვის საინტერესო იქნება სეირნობა ნავებიტ, საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, უნიკალური ხიდეები და რაც მთავარია თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის. 
12.  პრომეთეს მღვიმე საქართველოს ტურიზმისათვის უდიდეს როლს შეასრულებს.

13.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): გოჩა ხომერიკი.

14.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gochaxomeriki@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий